News
შეხვედრა გერმანიის ბიზნეს წარმომადგენლებთან
05 Jun 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქრთველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV)  დირექტორს, ოლივერ რეგნერს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს  თანამშრომლობის გაღრმავების  და მომავალში ცოდნის გაზიარების პერსპექტივები. ამასთანავე, საუბრისას ხაზი გაესვა სენიორ ექსპერტთა სერვისს (SES), რომელიც წარმოადგენს გერმანიის ინდუსტრიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდს და რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების კომპანიების/მეწარმეების კონსულტირება საქმიანობის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, გერმანელი ექსპერტების დახმარებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სერვისის გამოყენება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ბიზნეს წარმომადგენლების დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ბიზნესგარემომ და საინვესტიციო შესაძლებლობებმა, კერძოდ მსხვილმა საინვესტიციო პროექტებმა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხება. მხარეები შეთანხმდნენ ზემოთ ხსენებული საინვესტიციო პროექტების გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ბიზნეს მისიაის მონაწილეობა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 9 ოქტომებრს, გერმანიაში, კერძოდ ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებას.

 


Load more »