News
გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენაში 3 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას
02 Feb 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 2018 წლის 31 იანვარიდან - 4 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე - “Spielwarenmesse 2018” სამი ქართული კომპანია: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ და შპს „თამაშობანა“ იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის მეორე დღეა და ქართულმა სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიებმა უკვე 50-ზე მეტი ინდივიდუალური შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან, მათ შორის დაახლოებით 10 წარმატებულ შეთანხმებას მიაღწიეს.

მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე - “Spielwarenmesse 2018”  მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

 

 


Load more »