საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი კომპანია შპს „ ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ გაფართოებას შეძლებს.
სააგენტოს „აწარმოე საქრთველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ ახალი მანქანა დანადგარები და ინდუქციური ღუმელი შეიძინა, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას შეძლებს, კერძოდ კი წარმოებას 2 ტიპის პროდუქცია შეემატება: სხმულების - ე.წ ბრონების დამზადება სხვადასხვა ტიპის ქვის სამტეხლოებისათვის და რუხი თუჯის დეტალების წარმოება.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. #88 მდებარეობს, 185 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
შპს „ ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 232 337 ლარს შეადგენს.
2017 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია ხხ პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა ხხ მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ხხ-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.
- 18 Apr 2018განახლებული სასერტიფიკატო კურსი ექსპორტის მენეჯერებისთვის
- 17 Apr 2018Visit of the Georgian delegation to China
- 16 Apr 2018Stand of the program “Film in Georgia” will be presented at the B...
- 16 Apr 2018პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე კომპანიები დუბაიში გამარ...
- 12 Apr 2018თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლებასა და ბიზნესს შორის
- 12 Apr 2018The Project supported by the program "Film in Georgia" is nominat...
- 12 Apr 2018Meeting with Chinese Delegation
- 11 Apr 2018მასტერკლასები პროგრამის „აწარმოე საქართველში“ ბენეფიციარებისთვის
- 10 Apr 2018სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაფ...
