News
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ჯორჯია ბილდინგ გროუფ“ გაფართოებას შეძლებს
25 Dec 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კიდევ ერთი კომპანია შპს „ჯორჯია ბილდინგ გროუფ“ შეძლებს გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია  კუთვნილ მიწაზე ბეტონის მწარმოებელი საწარმოს აშენებასა და უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

შპს „ჯორჯია ბილდინგ გროუფ“, რომელიც 2018 წლის სექტემბრის თვეში გაიხსნება, საკუთარი პროდუქციის  რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კი კომპანია 50 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, ანდრონიკაშვილის ქ. #29 განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 9 300 000 ლარს შეადგენს.