News
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნება
05 Jan 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, კერძოდ კი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამას უკვე 37-ე ბენეფიციარი შპს „სევსამორა“ შეემატა.

43 ნომრიანი სასტუმრო, საგურამოში გაიხსნება და ხელს შეუწყობს ტურისტებისა და სხვა დამსვენებლების მოზიდვას. ამასთანავე, თითოეულ ვიზიტორსა თუ ტურისტს საშუალება ექნება ერთ სივრცეში დაისვენოს და განიტვირთოს სხვადასხვა ტიპის სარელაქსაციო პროცედურებით, დააგემოვნოს არსებულ მაღალი კლასის რესტორანში, არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ ნაციონალური კერძებიც.

სასტუმრო, რომელიც 2019 წლის შემოდგომიდან გაიხსნება, პირველ ეტაპზე 35-მდე ადამიანს დაასაქმებს და ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე,  საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 948 252 ლარს შეადგენს.

2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 37 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 108 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1133 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს.