საქართველოში ბიზნესის წარმოება

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (WB, ADB, ETC) მოთხოვნის შესაბამისად პოლიტიკური თუ ინდუსტრიული შეფასებების კუთხით საქართველო მყარად ინარჩუნებს მოწინავე ადგილს

Standard & Poor’s: BB- Stable 

Moody’s: Ba3 Positive 

Fitch Rating: BB- Positive

მემკვიდრეობის ფონდის მიერ თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების რეიტინგში

178 ქვეყანას შორის საქართველო 22-ე ადგილზე დასახელდა  

კორუფციის არარსებობა

საერთაშორისო გამჭვირვალობის ორგანიზაციის გლობალური კორუფციის ბარომეტრზე (Transparency International Global Corruption Barometer) დაყრდნობით  საქართველო კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანაა.

საუკეთესო ადგილი ბიზნესის წამოსაწყებად

მსოფლიო ბანკის მონაცემების შესაბამისად ბიზნესის  წარმოების კუთხით საქართველო 24 მოწინავე ქვეყანას შორის იკავებს ადგილს

მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა

ფორბსის ბიზნესისა და ფინანსების საინფორმაციო წყაროს მიერ გამოცემული 2009 წლის საგადასახადო სირთულისა და რეფორმების ინდექსის შესაბამისად საქართველო შედის იმ ქვეყნების ოთხეულში, სადაც გადასახადების ყველაზე ნაკლები რაოდენობაა და შესაბამისად, მინიმალური ტვირთი აწევს ბიზნესს. საქართველოსთან ერთად პირველ ოთხეულში სახელდებიან კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჰონგ-კონგი

სტრატეგიული მდებარეობა

საქართველო ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის გზა-გასაყარზე მდებარეობს და უმოკლეს, მთავარ დამაკავშირებელ სამარშუტო გზას წარმოადგენს  დასავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის გაზის, ნავთობისა და ე.წ მშრალი ტვირთების (dry cargo) ტრანსპორტირების კუთხით.

სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება

ლიბერალურ და თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა

ქვეყნის მთავრობის სატარიფო და ტექნიკური რეგულაციების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად საქართველო ლიბერალური საგარეო ვაჭრობის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, რაც თავის მხრივ გამარტივებულ საგარეო ვაჭრობის რეჟიმსა და საბაჟო პროცედურებს, დაბალ საიმპორტო ტარიფებსა და მინიმალურ არასატარიფო რეგულაციებს გულისხმობს

განვითარებული ინფრასტრუქტურა

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს სატრანსპორტო სფეროს კოორდინირებული ფუნქციონირება წარმოადგენს, ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია განახორციელოს უმთავრესი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გაზრდის ტვირთების გადაზიდვის მოცულობასა და ეფექტურობას გამართული სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირების კუთხით

გაუმჯობესებული ეკონომიკური პერსპექტივები

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შედეგად მასში შემავალი ელემენტების განხორციელება ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობასა და ქმედითუნარიან სახელისუფლებო მმართველობას, ამასთანავე, შემდგომ წინსვლას, გამართულად ფუნქციონირებად საბაზრო ეკონომიკასა და სატარიფო თუ არასატარიფო ბარიერების გაუქმებას.