ფაქტები და ციფრები
ინდუსტრიული წარმოებისა და გადამუშავების მიმართულება

წარმოების სექტორის მიმართულებით საქართველო ქმნის მნიშვნელოვან საინვესტიციო შესაძლებლობებს, რომლის საშუალებითაც 2010-2014 წლის პერიოდში 0.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა განხორციელდა. 2014 წლის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის კუთხით ინდუსტრიული მრეწველობის ხვედრითი წილი 17,1 % შეადგენს.

საქართველო ფლობს ხელსაყრელ ბიზნეს შესაძლებლობებს პირველადი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციად გადამუშავებისა თუ აღჭურვილობისა და სერვისების კუთხით. სოფლის მეურნეობის კუთხით საქართველო უცხოელ ბიზნესმენებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, რომელიც თავისთავად გულისხმობს ხარჯების ეფექტიანობასა და მყარი სარგებლის მიღების შესაძლებლობებს.

ტურიზმისა და საცალო გაყიდვების მომსახურების მიმართულება

ტურიზმი ერთ-ერთი თვალსაჩინოდ წარმატებული სფეროა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული სექტორი ახორციელებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირებას და ახდენს მზარდი შემოსავლის გენერირებას. ტურიზმის ინდუსტრია სუბ-ინდუსტრიების ფართო სპექტრს აერთიანებს, მათ შორის, საზაფხულო საზღვაო კურორტებს, ოთხივე სეზონზე გათვლილ სამთო კურორტებს, სპასა თუ გასართობ ობიექტებს. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით 2003-2014 წლების პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 300 ათასიდან 5,5 მილიონს მიაღწია.

ენერგო სექტორის მიმართულება

ენერგეტიკა საკმაოდ მომხიბვლელი სფეროა, როგორც არსებული ბუნებრივი რესურსების, ასევე შექმნილი ინფრასტრუქტურის კუთხით. საქართველო ფლობს დიდი რაოდენობით ჰიდრო რესურსებს, უფრო მეტიც,  ჯერაც აუთვისებელი რესურსების კუთხით ინვესტიციისთვის საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო გახდა ელექტროენერგიის ექსპორტიორი და ამჟამად ჰიდრო რესურსების მხოლოდ 18% იყენებს. საქართველოს ელექტროსისტემა დაკავშირებულია ყველა მეზობელი სახელმწიფოს ქსელთან, რომელიც  სტრუქტურული ენერგო დეფიციტის თუ ძვირადღირებული ელექტროენერგიის გამომუშავების გამოწვევას აწყდება. 2010 წლიდან 2014 წლამდე შუალედში საქართველოს ენერგო სექტორმა  დაახლოებით 750 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება მოახდინა.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულება

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია და კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებლ კარიბჭეს წარმოადგენს. ამავდროულად,  უმოკლესი მარშუტია შავ და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ფინალურ საფეხურზეა, რომელიც ხელს შეუწყობს პროდუქციის სავაჭროდ გატანას მთელი რეგიონის მასშტაბით. სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, როგორც გზატკეცილების, ასევე ადგილობრივი გზების განვითარების კუთხით.

ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ ინვესტორებთან ანაკლიის შავი ზღვის საზღვაო პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ექნება შესაბამისი გამტარუნარიანობა და შესაძლებლობა მიიღოს სულ მცირე 6,500 TEU ტვირთი. ხსენებული პორტი ლოგისტიკური შესაძლებლობების მიმართულებით ქვეყანას ახალ დონეზე უხსნის გზას, შესაბამისად საქართველო მოწოდებულია და სათანადო პოტენციალსაც ფლობს იყოს რეგიონული ცენტრი სხვადასხვა აქტივობის განხრით. 

ფართობი

69,700 კმ2

მოსახლეობა (2015)

4.5 მილიონი

სიცოცხლის ხანგრძლივობა

76 წელი

ოფიციალური ენა

ქართული

წერა-კითხვის ცოდნის მაჩვენებელი 

99.7%

დედაქალაქი

თბილისი

ვალუტა

ლარი

მშპ (2014*) 

US $ 16.5 b.

მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი (2014*)

4.7% 

მშპ ერთ სულ მოსახლეზე (2014*)

USD 3 680.8

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2014*)  

USD  $1 272.5 მილიონი

უმუშევრობის დონე 2013

14.6%

საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდა (2014)

5 %