საჭირო ინფორმაცია
კლიმატი და ამინდი

ქვეყნის მცირე ზომის გათვალისწინებით საქართველოს კლიმატი საკმაოდ მრავალფეროვანია, რაშიც მნიშვნელოვან როლს კავკასიის ქედი თამაშობს და აფერხებს  ზედმეტად ცივი, ცხელი და ძალიან მშრალი ჰაერის შემოდინებას. საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 19 °C - დან 22 °C-მდე მერყეობს, ხოლო ზამთარში 1.5°C -დან 3 °C-მდე.

ვალუტა

საქართველოს ოფიციალურ ვალუტას ქართული ლარი წარმოადგენს და  აღინიშნება, როგორც - GEL . ლარი შედგება თეთრისგან და 100 თეთრი 1 ლარის ეკვივალენტური თანხაა.

ვალუტის გადაცვლის ობიექტები თბილისის მრავალ ადგილას მოქმედებს. სასტუმროების უმეტესობაში ანგარიშის განაღდება საკრედიტო ბარათებით შესაძლებელია, ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და რეგიონებში ბანკომატებიც ხელმისაწვდომია.

ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ მისამართზე : https://www.nbg.gov.ge/index.php?m=582

კომუნიკაცია

ქვეყნის სატელეფონო კოდი: +995 ,  დედაქალაქის ფარგლებში: 322. ქართული მობილური ოპერატორები (ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი) საქართველოს თითქმის მთელს  ტერიტორიას ფარავს და უფასო უკაბელო ინტერნეტის (WI-FI) გამოყენებაც მრავალ ადგილასაა შესაძლებელი.