მისია & ხედვა

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული, სახელმწიფო პროგრამის " აწარმოე საქართველოში" განმახორციელებელი პირველი სახელმწიფო უწყებაა

 

სააგენტოში "აწარმოე საქართელოში":
  • აწარმოე საქართველოში-ბიზნესი

     „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.

    ზოგადი პირობები:

    » იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი წარმოადგენს ახალ საწარმოს, იგი ვალდებულია წარმოების დაწყება განახორციელოს სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში, ხოლო არსებული ბიზნესის გაფართოების შემთხვევაში, დაიწყოს წარმოება სესხის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

    ფინანსური მხარდაჭერის სქემა

    » კომერციული ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ გაცემულ სესხზე/ლიზინგის საგანზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება პირველი 24 თვის განმავლობაში

    » სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა სესხის 50%-ის მოცულობით, პირველი 48 თვის განმავლობაში (არაუმეტეს 2,500,000 ლარისა)

     მოთხოვნები:

    » სესხის მინიმუმ 80%-ის ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის მიმართვა, ხოლო მაქსიმუმ 20%-ის საბრუნავი საშუალებების შესაძენად

    » წარმოების პროფილი უნდა შედიოდეს პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალში

     საკონსულტაციო მომსახურება

    » მარკეტინგის, გაყიდვების, ბიზნესის დაგეგმარების, საექსპორტო ბაზრების მოძიების შესახებ ტრენინგების თანადაფინანსება;

    » ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიება/დანერგვის ხელშეწყობა;

     წარმოების მიმართულებები:

     სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება რეგიონებში

    » Franchising/Management ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსება ‒ 24 თვის განმავლობაში -წელიწადში არაუმეტეს 300,000 ლარისა;

    » კომერციული ბანკის მიერ გაცემულ სესხზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება პირველი 24 თვის განმავლობაში

    » უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა სესხის 50%-ით (არაუმეტეს 2,500,000 ₾)

    » საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსება

     მოთხოვნები:

    » სესხის მინიმუმ 80%-ის ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის მიმართვა

    » სასტუმროს მდებარეობა: საქართველოს ტერიტორია, გარდა თბილისისა და ბათუმისა

  • აწარმოე საქართველოში-ექსპორტი

    „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

    ექსპორტის ხელშეწყობა/განვითარება

    » საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება ‒ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზება და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსება,  ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით

    » სავაჭრო მისიების ორგანიზება ‒ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული ექსპორტიორი კომპანიებისთვის წინასწარ B2B ტიპის შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და თანადაფინანსება, ახალი პარტნიორების და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით

    » უცხოელი მყიდველების დაკავშირება ქართველ მწარმოებლებთან ‒ სააგენტოს ფარგლებში უცხოური ბაზრებიდან შემოსული მოთხოვნების შესაბამისად ქართული კომპანიების დაკავშირება მათი პროდუქტების დაინტერესებულ მყიდველებთან.

    » სავაჭრო პლატფორმა www.tradewithgeorgia. com-ზე რეგისტრაცია ‒ პლატფორმის მიზანია საქართველოში შექმნილი პროდუქტების და სერვისების პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე

    » საქართველოში არსებულ ექსპორტის პროცედურებზე ინფორმაციის მიწოდება ‒ ექსპორტის პროცედურების აღწერა, ექსპორტისთვის საჭირო სერტიფიკატებზე ინფორმაციის მიწოდება;

    » უცხოურ ბაზრებზე არსებულ საბაჟო ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება ‒ ქართველი მწარმოებლებისთვის კონკრეტულ ბაზრებზე ტარიფის დადგენა;

    » განათლება (ექსპორტ მენეჯერების გადამზადება) ‒ კურსის მიზანია ექსპორტის მიმართულების ქართული კომპანიებში არსებული კადრების პროფესიული უნარების ამაღლება

     

  • აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია

    „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება.

    აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

    მომსახურებები:

    » ინფორმაციული მხარდაჭერა - სექტორული კვლევების, საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის და სტატისტიკის მიწოდება

    » ეფექტური კომუნიკაციის მართვა - ინვესტორების დაკავშირება როგორც სამთავრობო ორგანოებთან, ასევე პოტენციურ ადგილობრივ პარტნიორებთან

    » ბიზნეს ვიზიტების ორგანიზება - პოტენციური საინვესტიციო ადგილების დასათვალიერებლად ინვესტორებისთვის საქართველოში ვიზიტების დაგეგმვა და მათი თანხლება ვიზიტისას

    » AFTERCARE - არსებული ინვესტორი კომპანიების მხარდაჭერა და საქართველოში რეინვესტირების ხელშეწყობა