სიახლეები
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე კომპანიები ბერლინში გამართულ კონფერენციას დაესწრებიან
15 ნოე 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 16-17 ნოემბერს, ოთხი ქართული კომპანია, ბერლინში გამართულ კონფერენციაზე GOTO  წარდგება.  

პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში (ჩიკაგო, ამსტერდამი, ბერლინი, კოპენჰაგენი) ტარდება, განკუთვნილია დეველოპერებისთვის, გუნდის ლიდერებისა და პროქტის მენეჯერებისთვის.

GOTO-ს ფარგლებში განხილული იქნება ის საკითები, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშნელოვანია აღნიშნულ ინდუსტრიაში, კერძოდ:  პროგრამული ენები, ხელოვნური ინტელექტი და მანქანის სწავლება, „container, cloud& continuous everything”, ტექნოლოგიების ადამიანური მხარე და ა.შ

ღონისძიება მიზნად ისახავს, პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე საუკეთესო მოაზროვნეების მოძიებას მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, კონფერენციის ფარგლებში, ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ინდუსტრიაში არსებულ  ყველა მიმდინარე ტრენდულ საკითხს და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები უცხოურ კომპანიებთან.

 

 

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »