სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „ოლპრინტჯი“გაფართოებას შეძლებს
09 ოქტ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ტიპოგრაფიული საწარმო შპს „ოლპრინტჯი“ გაფართოვდება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ ოფსეტური საბეჭდი დანადგარი, ქაღალდის საჭრელი და საკეცი დანადგარი  შეიძინა და წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება შეძლო. აღნიშნული კომპანიის  წარმოება მოიცავს სარეკლამო ინდუსტრიაში არსებულ თითქმის ყველა ბეჭდვით მომსახურებას, კერძოდ: ფართოფორმატიან ბეჭდვას, პოლიგრაფიას, ბრენდირებული პრომო პროდუქციის ბეჭდვას და ა.შ.

შპს „ოლპრინტჯი“, რომელიც თბილისში, სომხეთის ქ. #50-ში მდებარეობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  214 500 ლარს შეადგენს.

 


ჩამოტვირთე მეტი »