სიახლეები
შეხვედრა არქიტექტორული მომსახურების და ინტერიერის დიზაინის კომპანიებთან
15 ნოე 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გაიმართება ერთობლივი შეხვედრა არქიტექტორული მომსახურებისა და ინტერიერის დიზაინის ქართულ კომპანიებთან.

შეხვედრის მთავარია მიზანია იმ გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება რასაც ქართული არქიტექტორული მომსახურების და ინტერიერის დიზაინის სფეროში მოღვაწე კომპანიები აწყდებიან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარებზე. სწორედ აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია და ექსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი ზვიად ქვლივიძე დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ იმ მექანიზმებს რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

 „აწარმოე საქართველოში - ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

 


ჩამოტვირთე მეტი »