სიახლეები
არქიტექტურული ქართული კომპანიები ქ. ნიუ-იორკში გამართულ უმსხვილეს კონფერენციას დაესწრებიან
21 ივნ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ორი ქართული არქიტექტურის სფეროში მოღვაწე კომპანია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას - AIA Conference on Architecture დაესწრება.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 21-23 ივნისს, ქ.ნიუ-იორკში გაიმართება, 23 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლებს. ღონისძიება აღნიშნულ სფეროში მოღვაწე არქიტექტორებს, არქიტექტურულ კომპანიებს და დიზაინერებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

კონფერენციის ფარგლებში, წამყვანი არქიტექტორები, დიზაინერები და არქიტექტორული ფირმები გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებებით. ამასთანავე, დამსწრე პირებს შესაძლებლობა მიეცემათ დაესწრონ  სემინარებს, მასტერკლასებს და ვორქშოპებს წამყვანი არქიტექტორებისგან, როგორებიც არიან: David Adjaye,Sheela Søgaard, Sarah Williams Goldhagen, Marc Morial, Tamara Eagle Bull, Julie Snow, FAIA, & Matt Kreilich, Gabriela Gómez-Mont და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »