სიახლეები
„აწარმოე საქართველოში“ მონაცემები
13 ნოე 2017

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვას წარმოადგენს.

„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.

2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ  ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 312 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 753 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 12 600-მდე ადამიანს შეადგენს.   


ჩამოტვირთე მეტი »