სიახლეები
„აწარმოე საქართველოში“ მონაცემები
05 იან 2018

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვას წარმოადგენს.

„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.

2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ  ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 323 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 786 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.   


ჩამოტვირთე მეტი »