სიახლეები
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება
04 დეკ 2017

2017 წლის 1 დეკემბერს, სასტუმროში „იოტა“, 19:00 სთ-ზე  ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კურსის ფარგლებში ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაემყარებინათ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან. კურსის პირველი ეტაპი 2017 წლის 2 ოქტომბერს დაიწყო, რომელსაც 17 კომპანიის 22 წარმომადგენელი ესწრებოდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ  კურსი ყველა  საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. მსმენელები გაეცნენ ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები კი დაეთმო საექსპორტო ლოჯისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).


ჩამოტვირთე მეტი »