სიახლეები
“ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”-ის ქუთაისის ფილიალი გაიხსნა
02 ოქტ 2017

2017 წლის 28 სექტემბერს პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”-ის ქუთაისის ფილიალი გაიხსა, რომელსაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მარიანა მორგოშია დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვან სექტორს, სწორედ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი წარმოადგენს, რადგან დღესდღეობით მრავალი საერთაშორისო კომპანია მიმართავს მსგავს პრაქტიკას და საკუთარი კომპანიის საჭირო მომსახურებების მართვას სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ კი ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ბულგარეთში და ა.შ ახორციელებს. აღნიშნული მიმართულება ფინანსური სერვისების, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრების,  მონაცემთა ცენტრების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, IT მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, R&D და მრავალი სხვა მომსახურების საქართველოდან მართვასა და მიწოდებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განვითარება და აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვა ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზნით „ჯორჯიან სერვის გრუპ-2007” უკვე 10 წელია რაც ევროპულ ბაზარს  ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს. ამჟამად საქართველოში GSG 300 თანამშრომლით ყველაზე დიდი და მზარდი  მომხმარებელთან ურთიერთობის კომპანიაა თბილისში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ 2007 წლიდან „ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”  გერმანული ონლაინ მაღაზია “Zooplus”-ის სერვის პროვაიდერია, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით მომხმარებელს უწევს მომსახურებას. ამჟამად კომპანიაში ფუნქციონირებს 9 ენობრივი დეპარტამენტი: გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, თურქული, პოლონური, ბერძნული, რუსული. 

ყოველდღიურად GSG-ში მუშავდება 37 500 დავალება, კერძოდ, 11 000 წერილი, 12 500 ზარი და 14 000  დამატებითი დავალება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოსა და აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ამ დროისთვის ქუთაისის ფილიალისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე 30 თანამშრომელია შერჩეული. ერთი წლის განმავლობაში  “ჯორჯიან სერვის გრუპ-2007”  ქუთაისის ფილიალში 100  სამუშაო ადგილს შექმნის.

 


ჩამოტვირთე მეტი »