სიახლეები
მასტერკლასები პროგრამის „აწარმოე საქართველში“ ბენეფიციარებისთვის
11 აპრ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც პროგრამის ბენეფიციარებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაესწრონ სპეციალურ მასტერკლასებს, რომლებსაც ქართველი და უცხოელი აღიარებული სპიკერები უხელმძღვანელებენ.

აღსანიშნავია, რომ მასტერკლასების სერია მოიცავს როგორც გლობალური კომუნიკაციებისა და სტრატეგიული დაგეგმარების, ასევე ფინანსური ანგარიშგებისა და ბიზნეს საფუძვლების საკითხებს. თითო მასტერკლასი 5 საათი გაგრძელდება და ძირითადად ერთი მიმართულების ორ ძირითად ქვეთავს გააერთიანებს, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმონოს მოწვეული ექსპერტების ლექციები და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი 24 თებერვალს ჩატარებულმა B2B შეხვედრებმა განაპირობა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტის ეფექტური ათვისების მიზნით, პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა. შეხვედრამ საკმაო წარმატებით ჩაიარა, ვინაიდან 1 თვის თავზე უკვე 20 კონტრაქტია გაფორმებული.  

მასტერკლასების სერიაში მონაწილეობისთვის დიდი ინტერესი გამოთქვეს შემდეგმა კომპანიებმა და ინდივიდუალურმა სპიკერებმა: LIVE Branding, GEPRA, SavvY, GEC Corporation, Innova Business Consulting, Management Academy, Synergy Group, International Sales Institute, ACT, TNS Global, GAMMA, GROWIN, CTC,  PKF და Tatia Turashvili.

პროგრამის ბენეფიციარებისთვის პირველი მასტერკლასი 2018 წლის 23 აპრილს გაიმართება, რომელსაც სააგენტოს "Live Branding" დამფუძნებელი, ალექს ჩიქოვანი გაუძღვება, თემაზე: ბრენდინგი (არსი და სტრატეგიული მნიშვნელობა).


ჩამოტვირთე მეტი »