სიახლეები
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა
13 ნოე 2017

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. აღნიშნული პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებულის გაფართოება/გადაიარაღებისთვის.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას წამოიწყონ ან გააფრთოვონ საკუთარი ბიზნესი.  ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  ფარგლებში, მხარდაჭერილია 3 204 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის  მოცულობა შეადგენს 29 198 390 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც გვყავს 4 914 ბენეფიციარი.

ახალი ეტაპის ფარგლებში, ყველა გამარჯვებული ბენეფიციარი გამოვლენილია და დაწყებულია ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი, რომელიც უახლოს მომავალში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს თანადაფინანსების პროცესიც, რომელიც ოქტომბრის თვის ბოლოს დაიწყო და ჯამში დღევანდელი დღის მდგომარეობით დაფინანსებულია 865 პროექტი.


ჩამოტვირთე მეტი »