სიახლეები
პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ინდოეთში ქ. მუმბაიში გამართულ კინოინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებაზე
01 მარ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, დღეიდან 3 მარტის ჩათვლით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი ინდოეთში ქ. მუმბაიში კინოინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან  ღონისძიებაზე India International Film Tourism Conclave (IIFTC) იქნება წარმოდგენილი.

აზიის მასშტაბით უდიდეს ღონისძიებაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან  კინოინდუსტრიის პრესტიჟულ წარმომადგენლებს უყრის თავს, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით,  წარმოდგენილია  კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის წარმადგენლები ინდივიდუალურ შეხვედრებს  გამართავენ ინდოელ კინომწარმოებლებთან რაც  ხელს შეუწყობს საქართველოს კინოგადაღების პოტენციალის პოლურაზიციას

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები კი მალე დაიწყება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული.