სიახლეები
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „დინ გრუპი“ გაფართოებას შეძლებს
11 სექ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „დინ გრუპი“ გაფართოებას, კერძოდ კი ბეტონის წარმოებას შეძლებს.  

კომპანია, რომელიც 2014 წელს დაარსდა ბეტონის ტრანსპორტირებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული, თუმცა 2015 წლიდან კომპანიამ გააფართოვა სამუშაო არეალი და დღემდე საექსკავაციო სამუშაოებით, გზების კაპიტალური რეაბილიტაციით, ქვაფენილების მოწყობით, ახალი საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების მოწყობით იყო დაკავებული. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანია თავად შეძლებს ბეტონის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, კომპანიაში 40-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიაში დამატებით 15-მდე ადამიანი დასაქმდება.

შპს „დინ გრუპი“,  რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი ლიზინგის მიმართულებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  415,505 ლარს შეადგენს.