სიახლეები
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაფართოებას შეძლებს
04 იან 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი კომპანია შპს „ ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ გაფართოებას შეძლებს.

სააგენტოს „აწარმოე საქრთველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ ახალი მანქანა დანადგარები და ინდუქციური ღუმელი შეიძინა, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას შეძლებს, კერძოდ კი წარმოებას 2 ტიპის პროდუქცია შეემატება: სხმულების - ე.წ ბრონების დამზადება სხვადასხვა ტიპის ქვის სამტეხლოებისათვის  და რუხი თუჯის დეტალების წარმოება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. #88 მდებარეობს, 185 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

შპს „ ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.  სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 232 337 ლარს შეადგენს.

2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ  ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 323 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 786 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.   

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.


ჩამოტვირთე მეტი »