სიახლეები
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაფართოებას შეძლებს
13 დეკ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი კომპანია შპს „ევრო დიზაინი“ გაფართოებას შეძლებს.

საწარმო, ბეტონის ფილებს აწარმოებს და თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარეობს, გაფართოების შედეგად კი დამატებით 43 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციას მისაღებ ფასში შესთავაზებს.

შპს „ევრო დიზაინი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით კერძოდ კი სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.  სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 010 744 ლარს შეადგენს.

2017 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 316 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 766 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 12 700-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.   

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.


ჩამოტვირთე მეტი »