სიახლეები
პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა
28 თებ 2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააგენტოს „აწა­რმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი გოფრირებული მილების მწარმოებელი ქარხანა, შპს „პოლიმერ 1,“ დღეს, 28 თებერვალს ოფიციალურად გახსნა. 

კომპანია 1985 წლიდან სასმელი წყლისა და გაზის მაგისტრალური სადენებისთვის  პოლიეთილენის მილებს აწარმოებს, ხოლო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდა­ჭე­რით  გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების შეძენა,  ახალი საწარმოს აშენება და წარმოების ასოსრტიმენტის გაფართოება შეძლო. შპს „პოლიმერ 1“-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ეკოლოგიურად სუფთა, საიმე­დო­ პროდუქცია, რის მისაღწევადაც წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ნედლეული გამო­იყე­ნება.

საწარ­მო­ში, სადაც ამჟამად 90 ადამიანია დასაქმებული, წარმადობის ზრდასთან ერთად დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღსანიშნავია, რომ შპს „პოლიმერ 1“ წარმოებული პროდუქციის რელიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი საწარმო გავხსენით, რომელიც მონაწილეობდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“. კომპანია „პოლიმერი 1“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის მილებს. საწარმოში 6,5 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ისარგებლა პროგრამის როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. ახალი საწარმოს ასაშენებლად ჩვენ 3,000 კვ,მ. ფართობი სახელმწიფო ქონება გადავეცით, სადაც ამჟამად თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „პოლიმერი 1“-ის ახალი საწარმოს ოფიციალურ გახსნაზე. მისი თქმით, აღნიშნული საწარმო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მუშაობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. 

შპს „პოლიმერ 1,“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ამასთანავე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, ქვედა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე 2 990 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის “აწარმოე საქართელოში“ ხელშეწყობით განხო­რციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  6 მლნ ლარზე მეტია.