სიახლეები
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი კომპანია გაფართოვდება
08 სექ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სასმელი წყლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია, შპს „აქვა გეო“ გაფართოებას გეგმავს, კერძოდ კი სააგენტოს მხარდაჭერით კომპანია ახალი საწარმოს აშენებას და უახლესი მანქანა დანადგარებით აღჭურვას შეძლებს.

შპს „აქვა გეოს“ მიერ წარმოებული, ახალი ბრენდირებული პროდუქტი სახელწოდებით „მინერალური წყალი კობი“, 2018 წლის ივნისის თვიდან გამოჩნდება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში, ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე დამატებით 85 ადამიანი დასაქმდება.

შპს „აქვა გეო“, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კერძოდ  კი  სოფელ კობში საწარმოს ააშენებს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  კი  35 მლნ ლარზე მეტია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს მშენებლობისთვის , კომპანიას ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში მდებარე 27 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.

 


ჩამოტვირთე მეტი »