სიახლეები
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მასტერკლასი ჩატარდება
26 იან 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ამერიკელი რეჟისორი, ნენსი სავოკა ესტუმრება, რომელიც 29 იანვარს  კინოწარმოებით დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.  

ნენსი სავოკა ნიუ-ორკელი რეჟისორია, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: 1989 სანდენს ფესტივალის გამარჯვებული - „True Love” და  “Warner Brothers”-თან თანამშრომლობით გადაღებული ფილმი - „Dogfight”. ამას გარდა, ნიუორკელ რეჟისორის სატელევიზიო საქმიანობაში შედის “HBO”-ს წარმოება, კერძოდ “If these Walls could talk", სადაც მთავარი როლი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობებმა, დემი მურმა და სისი სპეისეკმა შეასრულა. ფილმი იყო ყველაზე რეიტინგული ორიგინალური ფილმი“ HBO“-ს ისტორიაში, რომელმაც ემის და ოქროს გლობუსის ნომინაციებში საუკეთესო დრამისთვის ჯილდო აიღო, ხოლო ნენსი სავოკა, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი, დაჯილდოვებულ იქნა სატელევიზიო ინოვაციის განხორციელებისთვის.

29 იანვრის ვორქშოპის ფარგლებში, ცნობილი რეჟისორის ორგანიზებით დაიდგმება მცირე სამსახიობა სცენა, რომლის რეპეტიციებისა და მომზადების სხვადასხვა მეთოდების განხილვა მოხდება ჯგუფურად.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები მალე დაიწყება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული, ქართულ-ირლანდიური, ერთიც კი ამერიკული. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 1850 ადამიანს შეადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში 3 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდათ. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი. 


ჩამოტვირთე მეტი »