სიახლეები
ქართული კომპანიები სავაჭრო გამოფენაზე "Anuga 2017" წარდგნენ
10 ოქტ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიები 2017 წლის 7 - 11 ოქტომბერს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში სასმელი და საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში იღებენ მონაწილეობას.

ევროპაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო გამოფენა "Anuga 2017" ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, 160 000-ზე მეტ დამთვალიერებელს სტუმრობს და მონაწილეების რაოდენობა 7 400 აღემატება.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უკვე მეორედ მიეცათ საშუალება, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია სწორედ ამ გამოფენის საშუალების მოეხდინათ. 

სავაჭრო გამოფენის ფარგლებში, ქართული სასმელი და საკვები პროდუქციის  ორი ქართული სტენდი გაკეთდა, სადაც 16 ქართული კომპანია გამოიფინა: შპს „აერკომპანი“, შპს „გეო ნათსი“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ტურალ გრუპ“, შპს „იუვის ბერის“, შპს „ფარკონი“, შპს „გემუანი“ , შპს „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“, შპს „მანნა“, შპს „აგროლეინი“, სს „ქართული ლუდის კომპანია“, შპს „შატო ნეკრესი“, შპს „არომაპროდუქტი“, შპს „გსქ კულა“და შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ .

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას, აღნიშნული სახის სავაჭრო მისიებში მონაწილეობით სააგენტო ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.


ჩამოტვირთე მეტი »