სიახლეები
ქართული კომპანიების ვიზიტი ნიდერლანდებში
09 მარ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, 2018 წლის 19-24 მარტს, ქართველი ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მენეჯერები ნიდერლანდებში 5 დღიან სასწავლო ბიზნესს პროგრამაზე გაემგზავრებიან.

აღნიშნული სასწავლო მისიის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ რძის პროდუქტებისა და ხორცის გადამამუშავებელ კომპანიებს, გამართონ ორმხრივი „B2B“ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, დაესწრონ დარგობრივ სემინარებს ევრო სტანდარტების დანერგვისა და ზოგადი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით.

სწორედ ამ მიზნით, 9 მარტს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ სერვის ცენტრში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა იოს დოუმამ მონაწილეებთან მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც კიდევ განიხილეს სასწავლო მისიის საკითხები, მიზნები და მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო ბიზნეს მისიის ორგანიზებაში ასევე ჩართულნი არიან „ნიდერლანდების სამეწარმეო სააგენტო“ (Netherlands Enterprise Agency) და ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია „Netherlands Export Combination”, მათი ჩართულობითა და მჭიდრო კომუნიკაციით მონაწილე კანდიდატებთან, შეირჩევა ის საკითხები, კომპანიები, და ორგანიზაციები, რომლებთანაც შეხვედრა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იქნება ქართველი მეწარმეებისთვის.