სიახლეები
ქართული პროდუქცია მილანის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა
06 ოქტ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა იტალიაში, ქალაქ მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში „LINEAPELLE“  მიიღეს მონაწილეობა. 

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა სამმა ქართულმა, ტყავის პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ, კერძოდ: შპს „ „ჯეოპელმა“, შპს „ფილიმასკამ“ და შპს „დერი სტანდარტმა“. მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ქონდათ დაემყარებინათ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების კუთხით. 

აღნიშნული სავაჭრო გამოფენა რომელიც მილანში 4-დან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 1981 წლიდან  დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.  გამოფენას 22 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 


ჩამოტვირთე მეტი »