სიახლეები
ქართული პროდუქცია მილანის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგება
03 ოქტ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები იტალიაში, ქალაქ მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში „LINEAPELLE“  მიიღებენ მონაწილეობას.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს სამი ქართული, ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, კერძოდ: შპს „ „ჯეოპელი“, შპს „ფილიმასკა“ და შპს „დერი სტანდარტი“. მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. 

სავაჭრო გამოფენა რომელიც მილანში 4-დან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, 1981 წლიდან  დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.  გამოფენას 22 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.

მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. 


ჩამოტვირთე მეტი »