სიახლეები
ქართულმა კომპანიებმა ღონისძიებაში „Caspian-Black Sea Forum 2017“ მონაწილეობა მიიღეს
24 ნოე 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლებმა 22 ნოემბერს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გამართულ ღონისძიებაში „Caspian-Black Sea Forum 2017,” მონაწილეობა მიიღეს.

რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებულ ღონისძიებზე, რომელსაც 40-ზე მეტი რუმინული კომპანია დაესწრო, 5 ქართული ექსპორტიორი კომპანიის პროდუქცია იქნა წარმოდგენილი:  შპს „ზეარისი“,  შპს  „სნო“,  შპს  „ნატახტარი“,  შპს  „ნუგბარი“, და შპს  „გემუანი“.

ღონისძიების ფარგლებში, 4 ქვეყნის საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქმენეთის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს თითოეული ქვეყნის ბიზნესგარემო, საინვესტიციო კლიმატი და ის მექანიზმები, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

„Caspian-Black Sea Forum 2017“ ფორუმის ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრები ჰქონდათ რუმინულ კომპანიებთან წარმოებისა და ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის (BPO)  მიმართულებით.

 „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. ეს მიმართულება ითავსებს  მოდერატორის ფუნქციას უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »