სიახლეები
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კვლევითი კომპანიების მხარდაჭერის ინიციატივით გამოდის
15 დეკ 2017

18 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები კვლევით კომპანიებთან  ვიწრო ჯგუფური შეხვედრას გამართავენ.

აღნიშნული შეხვედრა, რომელიც კომპანია ACT-ს ოფისში ჩატარდება, ეფუძნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მიერ განხორციელებულ ერთობლივ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავდა ბიზნეს საკონსულტაციო სექტორში არსებული კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირებას სპეციალურად შემუშავეული კითხვარის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედაგად კვლევითმა კომპანიებმა  მოახდინეს რიგი აქტივობების იდენტიფიცირება, რომლებიც მათი ხედვით ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კვლევითი ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 27-29 ნოემბერს, 4 ქართული კვლევითი კომპანია, ნიუ იორკში  დაგეგმილ ESOMAR-ის “Big data World 2017” კონფერეციას დაესწრო. შედეგად, ზემოთხსენებულ ღონისძიებაზე ქართულმა კომპანიებმა  მიიღეს საჭირო ცოდნა, ინფორმაცია და ასევე, დაამყარეს მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები უცხოურ კვლევით კომპანიებთან. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ESOMAR-თან მოლაპარაკების შედეგად, მათივე სარეკლამო ბანერზე 2 თვის განმავლობაში განთავსდება ერთ-ერთი კართული კვლევითი კომპანიის ბანერი, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი კომპანიის ცნობადობის ზრდას მსოფლიო მასშტაბით.

18 დეკემბრის ღონისძიებას 15- მდე  კომპანია დაესწრება, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ კვლევითი მიმართულებით ან მათი საქმიანობა ფარავს კვლევით კომპონენტს.  წარმომადგენელი კომპანიები საკუთარ ხედვებსა და საჭიროებებს გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.  შეხვედრის უმთავრეს მიზანს სერვისების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა წარმოედგენს, რადგან აღნიშნული სექტორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია  ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობას, ადგილობრივი სერვისის კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.


ჩამოტვირთე მეტი »