სიახლეები
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მენეჯმენტის და ტრენინგების მიმწოდებელი კომპანიების მხარდაჭერის ინიციატივით გამოდის
26 დეკ 2017

27 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს -  „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები მენეჯმენტის და ტრენინგების მიმწოდებელ კომპანიებთან ვიწრო ჯგუფურ შეხვედრას გამართავენ.

აღნიშნული შეხვედრა, რომელიც კომპანია “Savvy Consulting” ოფისში ჩატარდება, ინიცირებულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ. შეხვედრის ფარგლებში იგეგმება დამსწრე კომპანიების წარმომადგენლების მიერ, იდენტიფიცირებული აქტივობებიდან პრიორიტეტული ღონისძიებების შერჩევა, რომელიც დაეხმარება მათ ბიზნესს განვითარებასა და სერვისების ინტერნაციონალიზაციაში, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

27 დეკემბრის ღონისძიებას 15-ზე მეტი კომპანია დაესწრება, რომლებიც მენეჯმენტის და ტრენინგების მიმართულებით მუშაობენ.  ღონისძიებაზე განხილულ იქნება ის ინიციატივები და მიზნები, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ისახავს აღნიშნული კომპანიების ხელშეწყობისათვის. ამასთანავე, წარმომადგენელი კომპანიები საკუთარ ხედვებსა და საჭიროებებს გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობას, ადგილობრივი სერვისის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე და საქართველოს საექსპორტი ბაზრების დივერსიფიცირებას.

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »