სიახლეები
სააგენტოს "აწარმოე საქართელოში" წარმომადგენლებმა უძრავი ქონების, ტურიზმის და ლოგისტიკის სექტორის პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს
19 დეკ 2017

2017 წლის 12-14 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქ. სტამბოლში უძრავი ქონების, ტურიზმის და ლოგისტიკის სექტორის პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა და საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის ტურიზმის ასოციაციის (TYD) და თურქეთის სასტუმროების ასოციაციის (TUROB) წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეხვედრები მიზნად ისახავდა პოტენციური ინვესტორებისათვის საქართველოს ზოგადი ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაცნობას, უძრავი ქონების და ლოგისტიკის სექტორში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების წარდგენას.

ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში კერძოდ კი 14 დეკემბერს საქართველოს დელეგაციას უმასპინძლეს იაპონური ორგანიზაციის - JETRO-ს რეგიონალურ სათაო ოფისშიც, სადაც პირისპირ შეხვედრები გაიმართა JETRO-ს წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის შედეგად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე დაინტერესებულ ინვესტორს უკვე საქართველოში უმასპინძლებს, დაუგეგმავს შეხვედრებს და ადგილზე გააცნობს პრიორიტეტულ სექტორებში არსებულ საინვესტიციო პოტენციალსა და პროექტებს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში. 


ჩამოტვირთე მეტი »