სიახლეები
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" შედეგები
08 სექ 2017

სსიპ "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით წარმოების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რაც თავის მხრივ, საბანკო სესხსა და ლიზინგის ობიექტზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებასა და სესხის 50%-მდე გირაოში თანადგომას გულისხმობს, როგორც ახალი, ასევე არსებული საწარმოებისთვის.

2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მიერ ინდუსტრიული მიმართულებით მხარდაჭერილია 192 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 432  მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 400  ადამიანი.


ჩამოტვირთე მეტი »