სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ახალი საწარმო შპს ალუტექ ჯორჯია“ გაიხსნა
12 ივნ 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი ახალი საწარმო შპს ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.   

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძენა, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგო ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და იძლევა კარგ შესაძლებლობას, ახალი ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დღეს ვნახეთ ევროპული სტანდარტის საწარმო, რომელიც, პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე ავტომატიზირებულია და მისი ხარისხი არის უმაღლესი“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმოს, „ალუტექ ჯორჯია“-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

საწარმო, რომელიც თბილისში, ქიზიყის ქ#24 არის განთავსებული, წლიურად 4 393 220 ლარის პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 499 000 ლარს შეადგენს.

შპს „ალუტექ ჯორჯია“ საქართველოს ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

 

 


ჩამოტვირთე მეტი »