სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „ტოტი“ გაფართოებას შეძლებს
20 დეკ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი მილების მწარმოებელი საწარმო შპს „ტოტი“ გაფართოვდება, რომელიც წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას შეძლებს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგო ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიაწოდოს.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში ჯამურად  80 ადამიანი დასაქმდება და წლიურად 3 538 080  კგ პროდუქციის წარმოებას შეძლებს. სამომავლოდ, კი შპს „ტოტი“ პროდუქციის საერთო მოცულობის 25%-ის საერთაშორისო ბაზარზე, კერძოდ კი აზერბაიჯანსა და სომხეთში გატანას გეგმავს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართელოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 279 245 ლარს შეადგენს.

 


ჩამოტვირთე მეტი »