სიახლეები
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიის „დენოლა“ პროდუქცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დახლებზე გამოჩნდა
12 იან 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ „დენოლა“, საკუთარი პროდუქციის, კერძოდ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის რეალიზაცია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელში შეძლო.

აღსანიშნავია, რომ საწარმო, რომელმაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით ისარგებლა, 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა და აქაფებულ პოლიურეტანის წარმოებაზეა კონცენტრირებული. მისი პროდუქციის რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ხდება, კერძოდ კომპანია „ემბავუდს“  ამარაგებს, რომელსაც მზა პროდუქცია აზერბაიჯანში გააქვს.

საწარმოში, რომელიც თბილისში, თაქთაქიშვილის #29 არის განთავსებული, 45 ადამიანია დასაქმებული და ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 800 000 ლარს შეადგენს.

2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 323 პროექტი, ინვესტიციის ჯამრი მოცულობა 786 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.

 

 


ჩამოტვირთე მეტი »