სიახლეები
სამხრეთ აფრიკული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს სწავლობს
21 სექ 2017

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიცირებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 17-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს სამხრეთ აფრიკული დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში, ქალაქ კიევში სამხრეთ აფრიკის საელჩოს, სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები შედიან.

საქართველოში არსებული ბიზნეს პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს ადგილზე შესაფასებლად, 19 სექტემბერს სამხრეთ აფრიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლთან. აღსანიშნავია, რომ  სამხრეთ აფრიკული დელეგაციის წარმომადგენლები საკმაოდ დაინტერესებულები არიან, როგორც უძრავი ქონების და წარმოების, ასევე ICT-ის (სერვისების) მიმართულებებით.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართელოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.


ჩამოტვირთე მეტი »