სიახლეები
საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება
12 სექ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები განხორციელდება. "მამიკოს გოგო” („Daddy's Girl”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია - “სარკე სტუდია“ მუშაობს.

ფილმის რეჟისორია, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი -  Julian Richards, რომლებსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“ და ა.შ. ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად კი ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი Costas Mandylor შეასრულებს. 

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება, თუმცა სრულიად უცაბედად, ერთი შეხედვით სასიამოვნო რომანი საზარელ ისტორიად გადაიქცევა. ფილმის თემატიკიდან და შესაბამისად ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები შეირჩა.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფროდაუფრო აქტუალური ხდება და  უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე 6 ფილმი გადაიღეს. ხოლო 3 ფილმის გადაღება სულ მალე დაიწყება.

 

 


ჩამოტვირთე მეტი »