სიახლეები
საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყო
06 ოქტ 2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. "მამიკოს გოგო” („Daddy's Girl”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია - “სარკე სტუდია“ მუშაობს.

ფილმის რეჟისორია, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი - ჯულიარდ რიცარდსი ( Julian Richards), რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“ და ა.შ. ფილმის გადაღებები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და  ჯამურად 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად კი ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი კოსტას მანდილორი (Costas Mandylor) შეასრულებს. 

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება, თუმცა სრულიად უცაბედად, ერთი შეხედვით სასიამოვნო რომანი საზარელ ისტორიად გადაიქცევა. ფილმის თემატიკიდან და შესაბამისად ლოკაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები, კერძოდ: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები შეირჩა.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფროდაუფრო აქტუალური ხდება და  უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს.

 


ჩამოტვირთე მეტი »