სიახლეები
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა
03 მაისი 2018

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი, კერძოდ ხორცის და საკვების სუბპროდუქტებში შემავალი მიმართულება - სასაქონლო კოდით "02071410"   დაემატა, რომელიც 3 მაისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

სააგენტო „აწარმოე საქართველში“, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელსეწყობა, პერმანენტულად ახორციელებს პროგრამის ეფექტიანობის მონიტორინგს, რის ფარგლებშიც  გამოვლინდა, რომ წარმოებულ პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი და მოთხოვნა ყოველთვიურად შეადგენს 1200-1500 ტონას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აღნიშნული პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების განვითარებას და მოხდება არა მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და ბაზრის მომარაგება ადგილობრივი წარმოების, მაღალი ხარისხის პროდუქციით, არამედ აღნიშნული ინიციატივა დამატებით ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეფრინველეობის მიმართულებით არსებულ ბიზნესებს ინდუსტრიაში უნარჩენო წარმოების პრაქტიკების დანერგვას.

წარმოდგენილი ცვლილებები არ მოითხოვს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას ან სახელმწიფოს მიერ დამატებითი ფინანსური ან სხვაგვარი ვალდებულებების აღებას, ვინაიდან პროგრამის ხარჯები გათვალისწინებულია შესაბამისი წლის ბიუჯეტში.

 

 

 


ჩამოტვირთე მეტი »