ფინანსებზე ხელმისაწვდომობა

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერის მექანიზმები მორგებულია ბიზნესის ნებისმიერი განვითარების დონესა და დაფინანსების საჭიროებაზე. 

ბიზნესგეგმის საკითხები:

საწარმოს ადგილმდებარეობა (საკადასტრო კოდის მითითებით)

რეალიზაციის გეგმა

კომპანიის მოკლე მიმოხილვა

SWOT ანალიზი

მენეჯერული გუნდი

რისკების ანალიზი

მფლობელთა წილი (წილების გადანაწილება)

გაყიდვების გეგმა

დასაქმებულთა რაოდენობა

მარაგების მართვა

ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეები საქართველოში

ინვესტიციის უკუგების ანალიზი

ინდუსტრიის მოკლე მიმოხილვა

ჯამური ინვესტიცია (სესხის თანხა ჩაშლილი + საკუთარი ინვესტიცია)

პროექტის განხორციელების მიზანი

უზრუნველყოფის მოცულობა

საწარმოებელი პროდუქტი (სასაქონლო კოდის მითითებით)

რა ვადებში მოხდება წარმოების გაშვება

საწარმოო აღჭურვილობა

მოგება ზარალის უწყისი და სხვა ფინანსური მაჩვენებლები ((ბალანსი,Cash Flow დანართი)

ძირითადი საშუალებების მომწოდებლები

ნედლეულის სრული აღწერა

ორგანიზაციული სტრუქტურა

პროდუქტის თვითღირებულება/შეჯამება

*პროგრამის ფარგლებში,  2017 წლის იანვრიდან,  მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები განიხილება

 

პროგრამა გამიზნულია:

  • ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის - სტარტ-აპი
  • არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის

 

ფინანსური მხარდაჭერა:

კომერციულ ბანკებთან მიმართებაში:

  • ბანკის მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება არაუმეტეს 10%-ით ლარში გაცემულ სესხებზე პირველი 24 თვის განმავლობაში
  • უზრუნველყოფის თანადაფინანსება სესხის 50%-ის მოცულობით, სესხის გაცემიდან 48 თვის განმავლობაში (არაუმეტეს 2 500 000 ლარისა)

 

პროგრამაში ჩართვის პირობები:

  • საბოლოო პროდუქტი უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში
  • სესხის მოცულობის არანაკლებ 80% უნდა მოხმარდეს ძირითადი საშუალებების შეძენას
  • ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში უნდა მოხდეს წარმოების დაწყება კრედიტის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში
  • არსებული საწარმოს შემთხვევაში  წარმოების დაწყება უნდა მოხდეს კრედიტის/ლიზინგის საგნის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში
  • სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 150 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს 
პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები

  1. სამშენებლო მასალები
  2. მანქანათმშენებლობა
  3. რეზინა და პლასტმასი
  4. ქაღალდი და მუყაო
  5. საფეიქრო წარმოება
  6. ფარმაცევტიკა
  7. ხის გადამუშავება
  8. ელ. მოწყობილობები
  9. საკვები პროდუქტები
  10. ლითონის ნაწარმი
  11. მინ. წყალი
  12. მინ. პროდუქტები
  13. ქიმიური წარმოება
  14. ბიტუმოვანი პროდუქტები
 პროგრამაში ჩართული პარტნიორი ბანკები