სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა­ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

ახალი კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

ბიზნეს გეგმის საკითხები:

  • რეზიუმე, კომპანიის მოკლე ისტორია (დაარსების თარიღი)
  • მიზნები
  • მისია
  • მენეჯერული გუნდი
  • პერსონალი
  • სასტუმროს ადგილმდებარეობა,
  • ნომრების რაოდენობა
  • კომპანიის საკუთრება
  • პროდუქტები (სერვისები)
  • ბაზრის მოკლე  ანალიზი
  • ბაზრის სეგმენტაცია
  • სტრატეგია
  • SWOT ანალიზი
  • კონკურენტული უპირატესობა
  • გაყიდვების სტრატეგია
  • გაყიდვების პროგნოზი
  • მარკეტინგული სტრატეგია
  • საპროგნოზო მოგება და ზარალის უწყისი (2 წლის)
  • ბალანსი
  • საპროგნოზო Cash Flow (2 წლის)

*პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის იანვრიდან,  მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები განიხილება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხრიდან დაფინანსება განხორციელდება შემდეგნაირად:

სესხის თანადაფინანსება საერთაშორისო ბრენდის გამოყენების გარეშე
  • სახელმწიფოს მხრიდან სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსება ლარში გაცემულ სესხზე პირველი 2 წლის განმავლობაში
  • სესხის მინიმალური მოცულობა – 200,000 ლარი 
  • სესხის მაქსიმალური მოცულობა – 2,000,000 ლარი 
  • სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პირველი 4 წლის განმავლობაში, სესხის მოცულობის 50%-ით, არაუმეტეს 1,000,000 ₾ 
  • საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება

სესხის თანადაფინანსება საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით
  • საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ე.წ Royalty Fees ანაზღაურების დაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში, წელიწადში არაუმეტეს 300,000 ლარისა
  • სახელმწიფოს მხრიდან სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსება ლარში გაცემულ სესხზე პირველი 2 წლის განმავლობაში
  • სესხის მინიმალური მოცულობა – 200,000 ლარი 
  • სესხის მაქსიმალური მოცულობა – 5,000,000 ლარი 
  • სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პირველი 4 წლის განმავლობაში, სესხის მოცულობის 50%-ით, არაუმეტეს 2,500,000 ₾ 
  • საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება

საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ხარჯების ანაზღაურება
  • საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ე.წ Royalty Fees ანაზღაურების დაფინანსება პირველი 2 წლის განმავლობაში, წელიწადში არაუმეტეს 300,000 ლარისა
  • საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება

პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, თბილისისა და ბათუმის გარდა

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა.
ვრცელი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +995 32 2 96 00 10