ექსპორტის ხელშეწყობა

ექსპორტის ხელშეწყობისათვის სააგენტო ორი მიმართულებით მუშაობს:

საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება

სააგენტო ახდენს საერთაშორისო გამოფენებზე ქართული სტენდის განთავსების  ორგანიზებას

სექტორების და გამოფენების არჩევა კომპანიების მხრიდან მოთხოვნის  საფუძველზე ხორციელდება

შიდა და გარე სავაჭრო მისიების ორგანიზება

სააგენტო ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების უცხოელ იმპორტიორებთან შეხვედრების ორგანიზებას ახდენს, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვრებს მიღმა სავაჭრო მისიებზე. კომპანიების რაოდენობა და აქტივობა უმეტესწილად შეუზღუდავია, შეხვედრების დანიშვნა ხდება ქართული კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე, B2B ფორმატში.

სავაჭრო პორტალი და საექსპორტო პროდუქციის ონლაინ კატალოგი

ონლაინ კატალოგი, სადაც ქართული კომპანიების პროდუქციაა წარმოდგენილი

www.tradewithgeorgia.com ვებ-გვერდის „Business Inquiry“ ფუნქციის მეშვეობით კომპანიებს შეეძლებათ ონლაინ განათავსონ საკუთარი წინადადებები და შეთავაზებები.

ქართული პროდუქციის კონკურსებზე გაგზავნის ორგანიზება

ქართული საექსპორტო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტო კომპანიებს ხელს შეუწყობს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროდუქტების კონკურსებში.