კინოინდუსტრიის განვითარება

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტი “გადაიღე საქართველოში” დაემატა, რომელიც ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.

კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით. 

კვალიფიციური ხარჯების 20%-იდან 25%-მდე ანაზღაურება:

კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტი, ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-იან ანაზღაურებას გულისხმობს.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია პროგრამის ბენეფიციარი იყოს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი
  • ანაზღაურების მექანიზმის ასამოქმედებლად პროექტები უნდა განხორციელდეს შემდეგი მიმართულებებით: მხატვრული ფილმი, სატელევიზიო ფილმი, ტელესერიალი ან მისი მინი-სერიალი (მათ შორის პილოტური), ანიმაცია, დოკუმენტური ფილმი, სარეკლამო ვიდეო პროდუქცია, რეალითი შოუ, მუსიკალური კლიპი.
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველს მოპოვებული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად პროექტის ღირებულების არანაკლებ 50%.
  • ხარჯები პირდაპირპროპორციულად უნდა უკავშირდებოდეს ფილმის გადაღების პროცესს.
  • 1,000,000 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხა იქნება ავტომატურად დამტკიცებული. იმ პროექტებისთვის კი, რომელთა ღირებულებაც აღემატება აღნიშნულ თანხას, აუცილებელია საქართველოს მთავრობის მხრიდან დასტურის მიღება.
  • საქართველოში ფილმის წარმოების დასრულება აუცილებელია პროგრამაში ჩართვიდან 24 თვის განმავლობაში.

 

დამატებითი ანაზღაურება:

დამატებითი თანადაფინანსება 5%-მდე მოხდება იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი შეიცავს საქართველოს პოპულარიზაციის ელემენტებს და გაივლის ე.წ - “კულტურულ ტესტს”.

 

„ერთი სარკმლის პრინციპით“ მომსახურება:

კონკრეტული პროდუქტის გადაღების პროცედურების დაჩქარებისა და კინომწარმოებლებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით საქართველოს მთავრობა ტექნიკურ დახმარებას გაუწევს კინომწარმოებლებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ლოკაციის შერჩევა
  • სამთავრობო უწყებებისგან ნებართვების მიღება
  • სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაცია და კოორდინაცია 

 

პროგრამაში ჩართვისა და თანხის ანაზღაურების მიღებისათვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა:

  • ონლაინ განაცხადის შევსება. აპლიკაცია უნდა შეივსოს შემდგომი ბმულის მეშვეობით: http://e-services.economy.ge/filmcommission/registration (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განხილული იქნება მხოლოდ ონლაინ აპლიკაცია)
  • ონლაინ განაცხადის წარმოდგენის შემდგომ, სახელმწიფო ვალდებულია წარადგინოს სათანადო ოფიციალური პასუხი 30 დღის განმავლობაში
  • ონლაინ განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, კონტრაქტის ხელმომწერები იქნებიან აპლიკანტი (ხელმოწერიდან აპლიკანტი მოიხსენიება, როგორც ბენეფიციარი) და მეწარმეობის განვითარების სააგენტო.
  • კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდგომ, ბენეფიციარი ვალდებულია სააგენოტოს "აწარმოე საქართველოში" წარუდგინოს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია (დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა) შეთანხმებიდან 2 წლის ვადაში. ხარჯების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეწარმეობის განვითარების სააგენტო მიიღებს აუდიტის ფინანსურ დასკვნას. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მხოლოდ ონლაინ ბმულზე შევსებულ განაცხადს განვიხილავთ http://e-services.economy.ge/filmcommission/registration)

 

 

დამატებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, სიახლეებისა და სხვა სახის სასარგებლო თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებგვერდს: www.filmingeorgia.ge