მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა

პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს რეგიონებში.

პროგრამა გამიზნულია: 

  • ახალი ბიზნსის წამოწყებისთვის 
  • არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის 
პროგრამის განხორციელების ეტაპები

დაფინანსების მიღებამდე მონაწილემ აუცილებელია გაიაროს რამდენიმე ეტაპი:

  • ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://qartuli.ge/
  • ბიზნესიდეების კონკურსი: მოხდება საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორების გამოვლენა და მათი დატრენინგება ბიზნესგეგმების წერაში
  • ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი: საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი
  • ბიზნესგეგმების კონკურსი: მომზადებული ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას
დაფინანსების მექანიზმი

ერთი მეწარმე სუბიექტი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა  5 000 ლარი
ორი მეწარმე სუბიექტი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა  10 000 ლარი
სამი მეწარმე სუბიექტი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა  15 000 ლარი
საკონსულტაციო მხარდაჭერის მექანიზმი

ყველა ბენეფიციარი მიიღებს თანამედროვე სტანდარტების ტექნიკურ მხარდაჭერას:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები
  • ბიზნესგეგმების შედგენის ტრენინგი
  • ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგი
პროგრამაში ჩართვის პირობები

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
  • არ არის საჯარო მოხელე
  • არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
  • კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20% თანხობრივ თანამონაწილეობას; აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა  
 განმახორციელებელი ორგანიზაციები

აფხაზეთისამეგრელორაჭა ლეჩხუმიიმერეთიგურიააჭარასამაჩაბლოშიდა ქართლისამცხე ჯავახეთიქვემო ქართლიმცხეთა მთიანეთიკახეთი